Tuesday, 4 June 2013

ინკლუზიური სწავლება სკოლაში

.პროექტის სახელწოდება
ინკლუზიური სწავლება სკოლაში
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეები გაეცნობიან რას გულისხმობს ინკლუზიური სწავლება, რას ნიშნავს ინკლუზია, გაეცნობიან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ პრობლემებს და გაითავისებენ მას. მომზადებული იქნებიან ასეთ მოსწავლეებთან ერთად სწავლისა და თანაცხოვრებისათვის
3. პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაში მართალია დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველობა, განათლების სამინისტრო ასევე დგამს ქმედით ნაბიჯებს, მაგრამ სკოლებში ჯერ კიდევ არ არის ამ ბავშვებისთვის შექმნილი ისეთი გარემო, რომ მშობელმა ისინი ჩვეულებრივ სკოლაში მიიყვანონ. არ ხდება მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება ამ კუთხით, არ ხდება ტელევიზიებით მისი პოპულარიზაცია. მასწავლებელი, მოსწავლე , მშობელი   და სკოლა დღესდღეობით სრულიად მოუმზადებელია შშმ მოსწავლეების მისაღებად სკოლაში.
4. პროექტის მიზანი
ა) მოსწავლეები კარგად გაეცნონ ბავშთა დაცვის უფლებებს, რომელიც ეხება ყველა ბავშვს, რომ ყველა ბავშვს აქვს სწავლისა და საზოგადოებაში ყოფნის უფლება.
ბ) მოსწავლეები გაეცნონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლების პრობლემებს, გაეცნობიან მათ, მოემზადებიან ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისათვის
გ) გაუჩნდებათ პასუხისმგებლობის და გულისხმიერების გრძნობა თავისი თანატოლის მიმართ
დ) მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეებათ კვლევის და ანალიზის უნარი
ე) ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
5. მონაწილეთა ასაკი
15-16 წელი. მეთერთმეტე  კლასი
6. ორი-სამი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
 ინფორმირებული და გულისხმიერი  მოსწავლე-მოქალაქე, აუდიო და ვიდეო მასალა , სლაიდებით შექმნილი მასალა. მოსწავლეთა  ჩანაწერები,  მათი შთაბეჭდილებები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი მასალები
ინტერნეტი, კომპიუტერი, ადამიანური რესურსები
9. პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს, გაეცნონ სპეციალური საჭიროების მქონე პირების შესახებ ინფორმაციებს, მივუთითებ ორგანიზაციებს და სკოლებს სადაც შეიძლება ასეთი მოსწავლეების გაცნობა. პირადად წავიყვან იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში სადაც ასეთი მოსწავლეები სწავლობენ (სპეციალური სკოლები), წავიყვან იმ  სკოლებში  სადაც ინკლუზიური სწავლება მიმდინარეობს, ვთხოვ ყურადღებით და გულდასმით შეისწავლონ და შეადარონ როგორ ცხოვრობონ და სწავლობენ ეს მოსწავლეები ჩვეულებრივ სკოლაში და სპეციალურ სკოლებში და წერილობით ჩამოაყალიბონ ეს.
10 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
     კავშირი ინფორმატიკასთან. მოსწავლე ემზადება საყოველთაო ინკლუზიური სწავლის სკოლაში დანერგვისათვის. ინკლუზიური სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია.
11.  პროექტის ხელმძღვანელი მარინე კვინიკაძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა marinakvinikadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი mari5757.blogspot.com